სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩასაფრებული იყო, იცოდა, რომ მოვიდოდა, და რომ მოვიდა ესროლა - საზარელი მკვლელობის დეტალები

    "ჩასაფრებული იყო, იცოდა, რომ მოვიდოდა, და რომ მოვიდა ესროლა - საზარელი მკვლელობის დეტალები
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 35 წლის ბექა ჯანიაშვილის მკვლელობის მოტივი მიწის ნაკვეთზე დავა გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდათ.

    "ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს სულ რაღაცა 2 მტკაველი მიწის გულისთვის. აქ აქვს მკვლელს ფერმა და ვინც მოკლა, იმას კიდევ აქ საწყობები აქვს, დიდი ტერიტორიები აქვს. პრესი მოჰქონდა და საწყობში ალაგებდა ხოლმე. და აი, ეს არის გზა, ფაქტიურად, არის მთავრობის. არავის არ ეკუთვნის და ამაზე ჰქონდათ დავა. წლების განმავლობაში დავობდნენ, რომ არა ჩემია, არა მთავრობისა და მე მეკუთვნის.

    აი, სეტკაა, ხომ ხედავთ სეტკას გაბმულს, მაგას ხსნიდა. აქედან გამზადებული იყო უკვე, იცოდა, რომ მოვიდოდა და მოიტანდა პრესს. თოფი ჰქონდა თან და რომ მოვიდა და სეტკის ახსნა დაიწყო, ესროლა რა. უეჭველი ჩასაფრებული იყო, სანამ ის სახლში წავიდოდა, 85 წლის კაცია, ძლივს დახანალებს და ძლივს დადის, რომ იტყვიან. ვერ მოასწრებდა ის, რომ სახლში წასულიყო და თოფი გამოეტანა, ჩასაფრებული იყო,"
    - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა
    ცეცხლსასროლი იარაღით 35 წლის ბექა ჯანიაშვილი მოკლა. გაბიტაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის ახლა გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

    ჯანიაშვილის ცხედარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში, მას მეუღლე და 3 შვილი დარჩა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.