სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მკვლელობა ჭიათურაში ავარიის ინსცენირებით - რამ გამოიწვია ინციდენტი?

    მკვლელობა ჭიათურაში ავარიის ინსცენირებით - რამ გამოიწვია ინციდენტი?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამართალდამცველებმა ჭიათურაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

    დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დამნაშავემ ნაცნობს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და ბრალდებულის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.