სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოგიწევთ, სტაბილურად შეჩერდეთ და ფოკუსირდეთ ერთ საკითხზე“ - რას უნდა ველოდოთ სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე

    მოგიწევთ, სტაბილურად შეჩერდეთ და ფოკუსირდეთ ერთ საკითხზე“ - რას უნდა ველოდოთ სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რეტროგრადული იუპიტერი პირისპირ შეგახვედრებთ საკუთარ პრობლემებთან და გაიძულებთ, რეალობას თვალი გაუსწოროთ.

    კუროს ნიშანი რაციონალურობით და რეალისტურობით გამოირჩევა, ამიტომ ახლა დროა, დაემშვიდობოთ ილუზიებში ფრენას და სინამდვილე მიიღოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, სამსახურსა თუ ცხოვრების სხვა სფეროებს. თუ დიდი ხანია, რაიმეს გაურბიხართ, არ გინდათ აღიარება და შეცვლა, თუმცა, ცვლილებების აუცილებლობა აშკარაა, სწორედ ახლა მოგიწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება, მტკივნეული აღმოჩნდეს, გაუჭირდეს წარსულში დატოვებულ ურთიერთობებთან და მოძველებულ საქმეებთან საბოლოოდ განშორება, მაგრამ გახსოვდეთ, ეს თქვენი ცხოვრების ახალი, კიდევ უფრო წარმატებული ეტაპის დასაწყისი იქნება.

    რეტროგრადული იუპიტერის დროს ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ ძველი გეგმები და ოცნებები, რომლებიც რაღაც ეტაპზე გაჩერდა, ახლა გააგრძელოს და საბოლოოდ განახორციელოს.

    ამ პერიოდში განსაკუთრებით დაფასდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ შეეშინდებათ და საკუთარ პოტენციალს, ლიდერულ თვისებებს, შეუპოვრობასა და შრომისმოყვარეობას გამოავლენენ და საქმეებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. იუპიტერი ვერ იტანს ფუჭ ოცნებებსა და ილუზიებს. ამიტომ, თუ თქვენი ნაბიჯები გააზრებული იქნება, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

    ბევრ ადამიანს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ელის - საკუთარ თავშიც, კარიერასა და პირად ცხოვრებაში. სხვადასხვა საკითხს ახლა განსხვავებული, უფრო დაკვირვებული თვალით შეხედავთ და შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ის, რაც ადრე ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული გეგონათ, სულაც არ ყოფილა ასეთი განსაკუთრებული.

    ასტროლოგების თქმით, რეტროგრადული იუპიტერის პერიოდი მერყევი ადამიანებისათვის შესაძლოა, ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდეს. ახლა მოგიწევთ, სტაბილურად შეჩერდეთ და ფოკუსირდეთ ერთ საკითხზე.

    წლის ბოლომდე არის შანსი, რომ ყოფილი ურთიერთობა ისევ განიხილოთ და აღდგენისთვისაც კი გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი. თუმცა, ახლა ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, სარისკო და დამაზიანებელი აღმოჩნდეს, განახლებული ურთიერთობა კი ისევე სწრაფად დასრულდეს, როგორც აღადგინეთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ყველგან, ნებისმიერი მიმართულებით, გამოიჩინოთ განსაკუთრებული რაციონალურობა, რეალურად შეაფასოთ მოვლენები და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუებული დარჩებით.