სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ოლიგარქის მიერ ხელდასმული მარიონეტები დეოლიგარქიზაციის კანონს როგორ მიიღებენ, როცა თავად არიან ივანიშვილის ჭინკები?! " - ლევან ხაბეიშვილი

    "ოლიგარქის მიერ ხელდასმული მარიონეტები დეოლიგარქიზაციის კანონს როგორ მიიღებენ, როცა თავად არიან ივანიშვილის ჭინკები?! " - ლევან ხაბეიშვილი
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოლი­გარ­ქის მიერ ხელ­დას­ხმუ­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნონს რო­გორ მი­ი­ღე­ბენ, როცა თა­ვად არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჭინ­კე­ბი?!

    მისი თქმით, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია დე­ბი­ძი­ნი­ზა­ცი­ას ნიშ­ნავს, რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

    "ივა­ნიშ­ვი­ლის ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი პრე­მი­ე­რია, მისი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია სუს-ის უფ­რო­სი, მისი ბან­კის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის დამმ­ზა­დე­ბე­ლი არის თავ­დაც­ვის უფ­რო­სი, პლას­ტი­კურ ბა­რა­თებს ამ­ზა­დებ­და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრიც, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბა­ტო­ნი ჩუ­ბი­ნი­ძე მისი პი­რა­დი დაც­ვის წევ­რი იყო, შს მი­ნის­ტრი მისი დაც­ვის წევ­რი იყო - ესაა ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა.

    შე­სა­ბა­მი­სად, ოლი­გარ­ქის მიერ ხელ­დას­ხმუ­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნონს რო­გორ მი­ი­ღე­ბენ, როცა თა­ვად არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჭინ­კე­ბი?! რო­მელ ტოტ­ზეც სხე­დან, იმ ტოტს ხომ არ მოჭ­რი­ან, სა­კუ­თარ თა­ვებს ხომ არ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ და გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ? როცა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს ნიშ­ნავს დე­ბი­ძი­ნი­ზა­ცი­ას, რაც ევ­რო­პელ­მა კო­ლე­გებ­მაც დაგ­ვი­მარ­ცვლეს“,
    - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.