სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მერწმუნეთ, ხალხი ხელისუფლებაში არასდროს დაგაბრუნებთ" - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას"

    "მერწმუნეთ, ხალხი ხელისუფლებაში არასდროს დაგაბრუნებთ" - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას"
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. დე­პო­ლა­რი­ზა­ცია, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი ახერ­ხებს და ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტრო­ფებ­ზეც კი პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რას ცდი­ლობს

    მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში ე.წ. დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ უწე­რია.

    "ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთი რი­გით პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნა არის დე­პო­ლა­რი­ზა­ცია. ამ ფონ­ზე ვნა­ხეთ, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ტრა­გე­დი­ებ­საც კი ქვე­ყა­ნა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. დე­პო­ლა­რი­ზა­ცია, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი ახერ­ხებს და ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტრო­ფებ­ზეც კი პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რას ცდი­ლობს. ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი და მათი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დღემ­დე თავს ეს­ხმი­ან არამ­ხო­ლოდ მმარ­თველ გუნდს, არა­მედ ჩვენს გმირ მაშ­ვე­ლებ­საც კი. რა თქმა უნდა, ოპო­ზი­ცი­ის ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი ე.წ. დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ უწე­რია“,
    - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

    ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა ევ­რო­პულ მოვ­ლე­ნად წარ­მო­ა­ჩი­ნოს.

    "რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი ცდი­ლობს ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა სარ­კი­სე­ბუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ყვე­ლას გახ­სოვთ, რო­გორ ატყუ­ებ­დნენ ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას და ამე­რი­კულ კა­ნონს რუ­სულ კა­ნონს უწო­დებ­დნენ. ახლა ისი­ნი ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა ევ­რო­პულ მოვ­ლე­ნად წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის ტრა­დი­ცი­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მერ­წმუ­ნეთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხეშ დარ­ღვე­ვას ევ­რო­პულ მოვ­ლე­ნად ვე­რაფ­რით იყი­დით. რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბა მისი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი შტრი­ხი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ლო­გი­კუ­რია, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, "ლელო“, "გა­ხა­რი­ე­ბი“, " ჯა­ფა­რი­ძის გირ­ჩი“ და სხვე­ბი დღეს, ოპო­ზი­ცი­ის რი­გე­ბი­დან ამ ხელ­წე­რით მოქ­მე­დებთ. ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის და მერ­წმუ­ნეთ, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ტი­კო­სებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხალ­ხი აღა­რას­დროს და­გაბ­რუ­ნებთ“,
    - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.