სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია" - მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"

    "ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია" - მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბის“ წევ­რებს მიმართავს.

    რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი და ერ­თა­დერ­თი სა­მიზ­ნე რუ­სუ­ლი რე­ჟი­მია.

    "მინ­და მივ­მარ­თო "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რებს, ჩვენს გმი­რულ აქ­ტივს! ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა თქვენ­თან პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ, რომ მე ზღვა გად­მო­ლა­ხუ­ლი მაქვს, თქვენს შო­რის ვიმ­ყო­ფე­ბი და თქვენ­თან ერ­თად ვიბ­რძვი სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად. ამის­თვის გა­ვუ­ძე­ლი ყვე­ლა­ფერს აქამ­დე.

    ამ გზა­ზე ჩვენ ყვე­ლა პატ­რი­ოტ­თან უნდა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ სა­თი­თა­ოდ ჩვე­ნი ძა­ლე­ბი, მაგ­რამ იმის­თვის, რომ სხვებ­თან გვქონ­დეს მი­სას­ვლე­ლი პირი, თვი­თონ პარ­ტი­ამ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ერ­თი­ა­ნო­ბა და სიმ­ტკი­ცე, ამა­ვე დროს მი­ვე­სალ­მე­ბი დე­ბა­ტებ­საც და მუდ­მივ შიდა გა­ნახ­ლე­ბა­საც. ამ ყვე­ლა­ფერს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ბო­კე­რი­ას გზას­თან. ვინც და­ად­გე­ბა ბო­კე­რი­ას გზას, გა­ნულ­დე­ბა და და­ამ­თავ­რებს რო­გორც ბო­კე­რია.

    სა­მიზ­ნე უნდა გა­ვას­წო­როთ ყვე­ლამ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი და ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი სა­მიზ­ნე რუ­სუ­ლი რე­ჟი­მია!”
    - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.