სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "და ვინც მიშას გზას გაყვება, დაამთავრებს როგორც მიშა" - როგორ პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიას შესახებ

    "და ვინც მიშას გზას გაყვება, დაამთავრებს როგორც მიშა" - როგორ პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიას შესახებ
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს მიმართა და აღნიშნა : "ყვე­ლა პატ­რი­ოტ­თან უნდა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ სა­თი­თა­ოდ ჩვე­ნი ძა­ლე­ბი, მაგ­რამ იმის­თვის, რომ სხვებ­თან გვქონ­დეს მი­სას­ვლე­ლი პირი, თვი­თონ პარ­ტი­ამ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ერ­თი­ა­ნო­ბა და სიმ­ტკი­ცე, ამა­ვე დროს მი­ვე­სალ­მე­ბი დე­ბა­ტებ­საც და მუდ­მივ შიდა გა­ნახ­ლე­ბა­საც. ამ ყვე­ლა­ფერს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ბო­კე­რი­ას გზას­თან. ვინც და­ად­გე­ბა ბო­კე­რი­ას გზას, გა­ნულ­დე­ბა და და­ამ­თავ­რებს რო­გორც ბო­კე­რია",

    ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბას უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე, "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

    "და ვინც მი­შას გზას გაყ­ვე­ბა, და­ამ­თავ­რებს რო­გორც მიშა. თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია, მე­გობ­რე­ბო. (გა­ნუ­ლე­ბა­ზე მე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ, არ მინ­და ნულს ნი­შა­ნი მო­ვუ­გო)", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.