სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სააკაშვილი ამბობს, თუ გინდათ, რომ იტივტივოთ, ნებისმიერ ფასად ჩემთან უნდა დარჩეთ - ჩანს ის დეგრადაცია, რაც პოლიტიკურად და მორალურად მოხდა" - გიგა ბოკერია

    "სააკაშვილი ამბობს, თუ გინდათ, რომ იტივტივოთ, ნებისმიერ ფასად ჩემთან უნდა დარჩეთ - ჩანს ის დეგრადაცია, რაც პოლიტიკურად და მორალურად მოხდა" - გიგა ბოკერია
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, თუ გინ­დათ, რომ იტივ­ტი­ვოთ, ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ჩემ­თან უნდა დარ­ჩეთ , - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი, გიგა ბო­კე­რია, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ "ყვე­ლა, ვინც და­ად­გე­ბა ბო­კე­რი­ას გზას, გა­ნულ­დე­ბა და და­ამ­თავ­რებს რო­გორც ბო­კე­რია“.

    გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებს ეუბ­ნე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთ­ში კა­მა­თი შე­უძ­ლი­ათ, თუმ­ცა მის "ბე­ლა­დო­ბას“ არ უნდა შე­ე­ხონ.

    "რო­გორც ჩანს გზავ­ნი­ლია, რომ დიდი ბრენ­დი, 5 ნო­მე­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ, თო­რემ ვერ მი­ი­ღებთ მხარ­და­ჭე­რას. ჩანს ის დეგ­რა­და­ცია, რაც მანდ მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად. ადა­მი­ანს რა­ღა­ცის უნდა სჯე­რო­დეს და ამის­თვის უნდა მოქ­მე­დებ­დეს იმის მი­უ­ხე­და­ვად იმ წამს რამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბაა, ხოლო სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, თუ გინ­დათ, რომ იტივ­ტი­ვოთ, ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ჩემ­თან უნდა დარ­ჩეთ. ვი­საც უნდა იტივ­ტი­ვოს, ის ამას აირ­ჩევს, ხოლო ვი­საც ამ­ბი­ცია აქვს, რომ ადრე თუ გვი­ან მი­აღ­წი­ოს იმას, რაც სწო­რი ჰგო­ნია, მისი ქვეყ­ნის­თვის, ის უნდა გაყ­ვეს იმას, რი­სიც სჯე­რა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბა, რომ იკა­მა­თეთ, ოღონდ ჩემს ლი­დე­რო­ბას არ შე­ე­ხო­თო. ისე იჩხუ­ბეთ ერ­თმა­ნეთ­ში, ოღონდ მე უნდა გა­მომ­ყვეთ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად, თო­რემ ვერ მო­ი­პო­ვებთ იმ მხარ­და­ჭე­რას, რაც 5 ნო­მერს აქვს.

    ნე­ბის­მი­ერს ეუბ­ნე­ბა, რომ ვინც არ გა­მომ­ყვე­ბა მე, იმას რა­ღაც ცუდი მო­უ­ვა. ლა­პა­რა­კი იმა­ზე კი არაა, რა არის სწო­რი და რა არ არის სწო­რი, უბ­რა­ლოდ ბე­ლა­დის ერ­თგუ­ლი უნდა იყოთ. სა­ნამ ეს მიდ­გო­მა აქვთ, ისე­ვე რო­გორც ივა­ნიშ­ვილს, რომ ისაა ბე­ლა­დი და უნდა გაჰ­ყვნენ ბო­ლომ­დე, გა­მო­დის რომ ერთ მო­ე­დან­ზე თა­მა­შო­ბენ და ამ მო­ე­დან­ზე თა­მაშ­ში, ამ სა­ხი­ფა­თო რე­ჟიმს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ი­ხან­გრძლი­ვოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ესაა შე­დე­გი ამ უპ­რინ­ცი­პო­ბის“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

    შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებს და აქ­ტი­ვის­ტებს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტი­ამ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ერ­თი­ა­ნო­ბა და სიმ­ტკი­ცე. ამას­თან, მისი თქმით, მი­ე­სალ­მე­ბა დე­ბა­ტებ­საც და მუდ­მივ შიდა გა­ნახ­ლე­ბა­საც.

    "ამ ყვე­ლა­ფერს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ბო­კე­რი­ას გზას­თან. ვინც და­ად­გე­ბა ბო­კე­რი­ას გზას, გა­ნულ­დე­ბა და და­ამ­თავ­რებს რო­გორც ბო­კე­რია”,
    - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გზავ­ნილ­ში.