სტამბოლში წყალდიდობა მოხდა. დატბორილია რამდენიმე რაიონი და სულ მცირე ორი ადამიანია დაღუპული.
სტიქიამ უმეტესად ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი დააზარალა. "გზებზე მდინარეები მოდიოდა“, - წერს ადგილობრივი მედია.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დაღუპულები ბაშაქშექირისა და ქუჩუქჩექმეჯის რაიონებიდან არიან. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ არ გადაადგილდნენ მოტოციკლებით.