სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 5 წლის ბიჭმა ტყის ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად ლიმონათის გაყიდვით $17 000-ზე მეტი შეაგროვა

    5 წლის ბიჭმა ტყის ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად ლიმონათის გაყიდვით $17 000-ზე მეტი შეაგროვა
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    5 წლის ბიჭმა ლიმონათის გაყიდვით $17 000-ზე მეტი შეაგროვა, რათა ტყის ხანძრით დაზარალებულებს დაეხმაროს. ედისონი სიეტლიდანაა. იგი ამ ზაფხულს მშობლებთან ერთად ჰავაიზე ისვენებდა, რა დროსაც შეიტყო, რომ კუნძულ მაუიზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 115 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    „ახალ ამბებს ვუსმენდით და ედიმ უეცრად გვთხოვა, ტელევიზორი გამოგვერთო. ტირილი დაიწყო და გვითხრა, რომ აუცილებლად უნდა მოგვენახა გზა, რომლითაც დაზარალებულების დახმარებას შევძლებდით", - იხსენებენ მშობლები.

    სწორედ ამის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, სიეტლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე ლიმონათის გასაყიდი სტენდი მოეწყო. ედი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობდა. ლიმონათის ფასი $1 იყო, თუმცა როდესაც გამვლელები ინიციატივის მიზანს იგებდნენ, ისინი შემოწირულების სახით 10-ჯერ და, ზოგჯერ, 100-ჯერ მეტ თანხასაც ტოვებდნენ. ედის სურს, რომ კუნძულზე მშობლებთან ერთად კვლავ დაბრუნდეს, დაზარალებულები მოინახულოს და თავადვე გადასცეს მათ შეგროვებული $17 000.