სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მიშას კი არა, ღმერთის ხათრითაც ვერ მივცემ ხმას ხაბეიშვილის პარტიას" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

    "მიშას კი არა, ღმერთის ხათრითაც ვერ მივცემ ხმას ხაბეიშვილის პარტიას" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ასე­ვე "მთა­ვა­რი არ­ხის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ნანუკა ჟორჟოლიანი ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

    "2003 წლი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლი ვარ. უფრო მე­ტიც, ამ პარ­ტი­ით კენ­ჭს ვიყ­რი­დი. კი­დევ უფრო მეტი, ვთვლი­დი და ვთვლი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ყვე­ლა­ზე დიდ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

    გა­გიკ­ვირ­დათ ვინ­მეს რაც დავ­წე­რე? არა, და მთა­ვა­რი არ­ხის მთა­ვა­რი ხიბ­ლიც ეგაა, არა­სო­დეს ვმა­ლავ­დით სა­კუ­თარ სიმ­პა­თი­ებს, არ­ჩე­ვანს. თუმ­ცა, არხზე მუ­შა­ობ­დნენ და ახ­ლაც იქ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე სა­ერ­თოდ არ ფიქ­რო­ბენ. უფრო მე­ტიც, არც მიშა ევა­სე­ბო­დათ და არც მისი პარ­ტია და არც არა­სო­დეს და­უ­მა­ლავთ ეს.

    ანუ, რა­საც პარ­ტია გვიბ­რძა­ნებს, არა­სო­დეს მუ­შა­ობ­და გუნდში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ლი­დე­რე­ბის­გან და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პერ­სო­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა. რა­საც პარ­ტია გვიბ­რძა­ნებს კი არა, ნი­კაც კი, როცა სა­კუ­თარ იდე­ებს გვი­ზი­ა­რებ­და, ამ­დე­ნი “გი­ჟით” შე­ში­ნე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ფრთხი­ლი იყო. ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას მე რომ ღიად და­ვუ­პი­რის­პირ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა იგი­ვეს აკე­თე­ბენ, მა­ჩე­რებ­დნენ. რა დროს ეგაა, ამით მარ­ტო ბი­ძი­ნას გა­ვაძ­ლი­ე­რებ­თო.

    ახლა ყალბ ერ­თო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ და­მი­წყოთ. ბი­ძი­ნა თუ რა­მით ძლი­ერ­დე­ბა, სუს­ტი ოპო­ზი­ცი­აა. აღარ არ­სე­ბობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". არ­სე­ბობს მხო­ლოდ მი­შას ფაქ­ტო­რი და ამას, ჩემს პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­შიც არა­ფე­რი შეც­ვლის, მაგ­რამ მი­შას კი არა, ღმერ­თის ხათ­რი­თაც ვერ მივ­ცემ ხმას ხა­ბე­იშ­ვი­ლის პარ­ტი­ას. მი­შას თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი­დევ, ჩემ­თვის გა­დის არა ამ პარ­ტი­ა­ზე, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თო­ბა­ზე. ჩემი თვა­ლით მა­ინც არ მე­ნა­ხა, რას “აკე­თებ­დნენ” მი­შას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

    და­ვუბ­რუნ­დეთ არხს და გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მის სტილ­ში, მკვა­ხედ იყო ნათ­ქვა­მი. კო­ლე­გებ­თან არას­წო­რი იყო და მთა­ვა­რი, იმი­ტო­მაა მთა­ვა­რი, რომ ყვე­ლამ პი­რა­დად უთხრა წყე­ნაც და პრო­ტეს­ტიც, სა­ჯა­რო­დაც იტყვი­ან. მოგ­ვბა­ძეთ კო­ლე­გე­ბო, თქვენც სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნეთ ასე­თი დის­კუ­სი­ე­ბი, თუ ვი­თხოვთ ჯან­საღ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს, ჩვე­ნით და­ვი­წყოთ გა­ჯან­სა­ღე­ბა. არ მიყ­ვარს ამ­ხე­ლა სტა­ტუ­სე­ბი, მა­პა­ტი­ეთ რომ გა­მიგ­რძელ­და",
    - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.