სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების თავსაფრიანი რძალი "ოტიას ეზოდან"

    "ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების თავსაფრიანი რძალი "ოტიას ეზოდან"
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს. ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა, თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით, ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა.

    წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მომ­ღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

    მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს, რო­მელ­თაც ბოლო ორი თვეა შეც­ვლილ როლ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა. ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნა

    - ნუცა, ოთხწ­ლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, ორი თვის წინ ნა­ნატ­რი შვი­ლის დედა გახ­დით...


    - მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა მაქვს სამ­ყა­როს მი­მართ. ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა. თან პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, არა­ვის ეცა­ლა ანა­ლი­ზე­ბის­თვის, კლი­ნი­კე­ბი და­კე­ტი­ლი იყო. ბევ­რს ვცდი­ლობ­დით, იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც, არც ტა­ძა­რი დაგ­ვი­ტო­ვე­ბია და არც მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი.

    ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ყვე­ლა ქალს ვე­ტყვი, ვინც ამ გზას გა­დის, რომ მთა­ვა­რია არ და­ნებ­დნენ ოდეს­ღაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუდ სიზ­მრად გა­ახ­სენ­დე­ბათ. მე და ოტი­ამ თუ სად­მე მად­ლი­ა­ნი ად­გი­ლი ვი­ცო­დით, ვცდი­ლობ­დით წავ­სუ­ლი­ყა­ვით და მოგ­ვე­ლო­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, რა თქმა უნდა, ვმკურ­ნა­ლობ­დით.

    - და­ჩის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ რო­გო­რია ახლა თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

    - არა­სო­დეს ვწუ­წუ­ნებ, ვცდი­ლობ, ნე­ბის­მი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ღირ­სე­უ­ლად მი­ვი­ღო. რო­დე­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი გაქვს, რომ ძილი გა­გი­ტყდე­ბა, დი­ლას ადრე ად­გო­მა მო­გი­წევს, ამ ყვე­ლა­ფერს თუ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბი, შოკ­შიც აღარ ხარ.

    დაჩი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, პირ­ვე­ლად მარ­ტო რომ დავ­ტო­ვე. სა­ერ­თოდ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ამ დროს დე­დის ფსი­ქო­ლო­გი­აა, გგო­ნია, რომ შენს გა­რე­შე შვილს რამე და­უ­შავ­დე­ბა, ისე ვერ აჭ­მე­ვენ, ვერ მი­ხე­და­ვენ, არა­და, ძა­ლი­ან კარ­გა­დაც მი­ხე­და­ვენ. მეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა - დე­დამ­თი­ლი, მა­მამ­თი­ლი, ჩემი დები, დედა... სამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სია არ მქო­ნია. ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე ლაქ­ტა­ცია იყო, ორი კვი­რა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და... ოტი­აც ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლია, და­ჩიც ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს მა­მას­თან თავს.

    ნუცა, წლე­ბია რაც წყალ­ტუ­ბო­ში ცხოვ­რობთ, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის კარ-მი­და­მო­ში, თქვენ­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბიც?

    - დიახ, ოთხი წე­ლია რაც აქეთ ვართ, ჩემი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლიც აქ ცხოვ­რო­ბენ, ერთ დიდ ოჯა­ხად ვართ. ჩემი მა­მამ­თი­ლი ძა­ლი­ან კარ­გად აძი­ნებს პა­ტა­რა და­ჩის, მშვე­ნი­ე­რი ძი­ძაა (იღი­მის).

    - ნუცა, ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი ხართ, ათა­სო­ბით გა­მომ­წე­რით, ვინ გეხ­მა­რე­ბათ ვი­დე­ო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, გვერ­დე­ბის მარ­თვა­ში თუ და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­თმევთ თავს?

    - გა­მი­ხარ­დე­ბო­და გუნ­დი რომ მყავ­დეს, ბევ­რად უკე­თე­სად გა­ვა­კე­თებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ რაც გა­მომ­დის, იმი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ახლა ჩემი დები მეხ­მა­რე­ბი­ან, გვერ­დზე შე­მო­სულ წე­რი­ლებს პა­სუხს სცე­მენ, დღე­ში 300-500 წე­რი­ლამ­დე მომ­დის. ჩემი უმ­ცრო­სი და მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე პე­რი­ო­დუ­ლად ვი­დე­ო­ე­ბის მონ­ტაჟ­ში. თან ეს არ არის ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაქვს ხოლ­მე პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც დიდი ხნით ვი­კარ­გე­ბი, მაგ­რამ ამას ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი მი­ზე­ზი აქვს და ჩემი მეგ­ზუ­რე­ბიც არ მტო­ვე­ბენ ხოლ­მე.



    - დღეს ინფლუ­ენ­რე­სო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერ­თგვარ პრო­ფე­სი­ად იქცა. ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გაქვთ პრო­დუქ­ტე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბის კუ­თხით, რამ­დე­ნად შე­მო­სავ­ლი­ა­ნია ეს საქ­მე?

    - ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გორც ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში. რეკ­ლა­მას არა­სო­დეს ვა­კე­თებ, რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გავ­ცემ, ეს იმ­ხე­ლა პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბაა, არ მინ­და გა­მომ­წე­რებს რა­ი­მე შეც­დო­მა და­ვაშ­ვე­ბი­ნო. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის კარ­გი იყოს და ამ დროს სხვას ავ­ნოს. ადრე მქონ­და პრო­ექ­ტი "გა­ი­ცა­ნით ქარ­თუ­ლი“, კომ­პა­ნი­ე­ბი სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ვი­ღებ­დი ვი­დე­ო­ებს, სთო­რებს ვდებ­დი და ასე ვაც­ნობ­დი ხალ­ხს, ამას უფრო საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

    - მე­უღ­ლე არ არის თქვენ­ნა­ი­რად აქ­ტი­უ­რი, თუ გაძ­ლევთ ხოლ­მე შე­ნიშ­ვნებს ან რო­მე­ლი­მე ვი­დე­ოს წაშ­ლა თუ მო­უ­თხო­ვია?

    - ოტია აქ­ტი­უ­რი კი არა, წი­ნა­აღ­მდე­გია, მაგ­რამ არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სა­ერ­თოდ არ უნდა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, ამის მომ­ხრე არც მე ვარ. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით ჩემს ვი­დე­ო­ებს, არ ვდებ ყო­ველ­დღი­უ­რად რას ვჭამ, რას ვსვამ, უფრო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ვა­კე­თებ აქ­ცენტს. "ნუ­ცას დღი­ურ­ში“ ძი­რი­თა­დად ჩემს თავ­ზე ვლა­პა­რა­კობ. ორ­სუ­ლად რომ ვი­ყა­ვი, შვიდ თვემ­დე არ ვა­სა­ჯა­რო­ებ­დი, სულ მთხოვს ხოლ­მე ოტია, რომ და­ჩიც აქ­ტი­უ­რად არ ჩან­დეს. არ მინ­და, ჩემი შვი­ლი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი­ვით იყოს. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, მშობ­ლე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ ამის­თვის შვი­ლებს და არ მინ­და, მეც იგი­ვე და­მე­მარ­თოს. თუმ­ცა დრომ მო­ი­ტა­ნა და ამას შეგ­ნე­ბუ­ლად არ აკე­თე­ბენ. იცით, არ მინ­და რომ ჩემი შვი­ლი, ბლო­გე­რი ან ინფლუ­ენ­სე­რი იყოს, თუმ­ცა რომ გა­იზ­რდე­ბა, უკვე მისი გა­და­სა­წყვე­ტია, უნდა თუ არა ასე­თი ცხოვ­რე­ბა.

    უფ­როს დაჩი იო­სე­ლი­ან­თან ერ­თად
    - ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის რძლო­ბა რამ­დე­ნად გზღუ­დავთ?

    - "ნუ­ცას დღი­უ­რი“ სწო­რედ ამის გამო შევ­ქმე­ნი. თა­ვი­დან ჩემ­მა მეგ­ზუ­რებ­მა "ოტი­ას ეზო­თი“ გა­მიც­ნეს. შემ­დეგ ხში­რად მწერ­დნენ ხოლ­მე, რომ ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა აინ­ტე­რე­სებ­დათ, მე კი ვცდი­ლობ­დი, რომ "ოტი­ას ეზო­დან“ ჩემი მე­უღ­ლის, მა­მამ­თი­ლის, დე­დამ­თი­ლის შე­სა­ხებ მე­სა­უბ­რა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და რო­გორც კი მივ­ხვდი ვი­ზღუ­დე­ბო­დი, "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ვა­კე­თე.

    სა­ერ­თოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ერთი პა­ტა­რა შეც­დო­მაც კი ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად და­გიჯ­დეს, მე კი პა­სუ­ხიმ­გე­ბე­ლი ვარ ჩემს დღი­უ­რებ­ზე.

    ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, ეს დღე ძა­ლი­ან მწა­რედ და­მა­მახ­სოვ­რდა. "ოტი­ას ეზო­დან“ პირ­და­პი­რი ჩარ­თვა მქონ­და ჯაჭ­ვის პე­რან­გის ქსო­ვა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი და ხელ­ზე გა­ჩე­ნი­ლი "მა­ზო­ლი“ ვახ­სე­ნე. რო­გორ თუ "ბარ­ბა­რიზ­მი“ გა­მო­ვი­ყე­ნე, ერ­თმა ქალ­მა ძა­ლი­ან დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა, და­მი­წე­რა, რომ არ იმ­სა­ხუ­რებ­და ეს ოჯა­ხი ისეთ რძალს, რო­მე­ლიც ამ სი­ტყვას გა­მო­ი­ყე­ნებ­და.



    - თუმ­ცა თქვენს ვი­დე­ო­ებს თუ გა­დავ­ხე­დოთ, თით­ქმის სულ და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი გაქვთ.

    - არა, მაკ­რი­ტი­კე­ბენ კი­დეც, მაგ­რამ იმ­დე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბია, რომ კრი­ტი­კუ­ლი იკარ­გე­ბა ხოლ­მე. მწე­რენ, რას გა­დაგ­ვა­ჭა­მე თავი თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­თო. ასე­ვე რამ­დენს ლა­პა­რა­კობ­სო... ვი­დე­ოს იმის­თვის ვრთავ, რომ ვი­სა­უბ­რო, ჩუ­მად ხომ არ ვიქ­ნე­ბი (იღი­მის).

    - ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა გა­ყე­ნებთ ცუდ ხა­სი­ათ­ზე?

    - ჩემი სი­ზარ­მა­ცე, რად­გან ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნი ვარ, შე­მიძ­ლია არა­ფე­რი ვა­კე­თო. რო­დე­საც ეს გა­დამ­ძა­ლავს ხოლ­მე, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი. ეს კი მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა­ში წა­ვი­ბორ­ძი­კებ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, თუ რამე ცუდი შე­მემ­თხვა ხოლ­მე, ეს უფრო ძა­ლას მმა­ტებს, შემ­ტე­ვი ხა­სი­ა­თი მაქვს და პრობ­ლე­მებ­ში უფრო ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ თავს.

    - და­სას­რულ თავ­სა­ბუ­რავ­ზე გკი­თხავთ, რომ­ლის გა­რე­შეც თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ არ­სე­ბობს. რა დატ­ვირ­თვა აქვს თქვენ­თვის მან­დილს?

    - 2015 წლის თე­ბერ­ვა­ლი იდგა, რო­დე­საც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი და ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ის­ტო­რია აქვს. თუმ­ცა ამა­ზე ხში­რად არ ვსა­უბ­რობ და არც იმიჯს ვიქ­მნი. არც მან­დი­ლებს ვყი­დი, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა კარ­გი ბიზ­ნე­სი შე­მიძ­ლია ამით გა­ვა­კე­თო. ეს მარ­კე­ტინ­გი არ არის, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბაა, პი­რა­დი სამ­ყა­რო. ვიდ­რე ამ ოჯახ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, ბევ­რი წელი ვა­ტა­რებ­დი თავ­სა­ბუ­რავს.

    მან­დი­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბაა, ცხოვ­რე­ბის გზა, რო­მელ­საც გა­მოვ­ხა­ტავ ამით. ტრა­დი­ცი­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნი ქალი ყო­ველ­თვის ასე იყო. შე­იძ­ლე­ბა მე არც ვარ ისე­თი იდე­ა­ლუ­რი და მი­სა­ბა­ძი, რო­გო­რიც მინ­და ვიყო, მაგ­რამ ჩემი თა­ვის მი­მართ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მკაც­რი ვარ.



    სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უყ­ვარს ტრა­დი­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ამი­ტომ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ ჯერ არ ვარ მზად. ოდეს­ღაც ამა­ზე ხმა­მაღ­ლა და­ვი­წყებ სა­უ­ბარს, ოღონდ არა მა­შინ, რო­დე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა მო­მინ­დე­ბა.

    ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა გზით გა­მო­ხა­ტა­ვენ, ტა­ტუ­ე­ბით, პირ­სინ­გე­ბით, ვარ­ცხნი­ლო­ბით, მა­ნე­რე­ბით, მე ჩემს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ამით გა­მოვ­ხა­ტავ. და­ნარ­ჩე­ნი ჩემი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როა და რო­გორც ვი­მო­სე­ბით სხე­ულ­ზე, ისე ვი­მო­სე­ბი თავ­ზეც.

    მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, აღ­თქმა ხომ არ გაქვს და­დე­ბუ­ლიო, ისიც უთ­ქვამთ, ასე რო­გორ გა­თხოვ­დე­ბი, ვინ შე­მოგ­ხე­დავს ასე ჩაც­მულ­სო. ამა­ზე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან დარ­დობ­დნენ, მაგ­რამ მე მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არა­სო­დეს მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ოჯა­ხის შექ­მნა და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­რეგ­ნო­ბის გამო არ ხდე­ბა...

    წყარო: ambebi.ge