სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მშობლები სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ" - რას წერს მაია ბუწაშვილი

    "მშობლები სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ" - რას წერს მაია ბუწაშვილი
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბი, კო­ფე­ი­ნის მა­ღა­ლი დო­ზის შემ­ცვე­ლო­ბის გამო, შე­საძ­ლოა, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყოს ბავ­შვე­ბის­თვის.

    "აშშ-ში პე­დი­ატ­რე­ბი და მშობ­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ ბავ­შვებ­ზე აიკ­რძა­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის გა­ყიდ­ვა, ანუ და­წეს­დეს იგი­ვე შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც თამ­ბა­ქო­ზე და ალ­კოჰოლ­ზე არ­სე­ბობს.

    ამ მო­საზ­რე­ბას მხარს უჭერს ამე­რი­კის სა­მე­დი­ცი­ნო ასო­ცი­ა­ცი­აც. პე­დი­ატ­რე­ბის არ­გუ­მენ­ტია კო­ფე­ი­ნის ის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შვთა და მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა. ამ სას­მე­ლე­ბის ერთ-ერთი ასე­თი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნაა ძი­ლის დარ­ღვე­ვა (სხვა სიმპტო­მებ­თან ერ­თად).

    ჩვენ­თან ამ სა­კი­თხის მი­მართ, რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბი, სპე­ცი­ფი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ზო­გი­ერთ მშო­ბელს - სას­ტი­კად უკ­რძა­ლა­ვენ ბავ­შვს ყა­ვის და­ლე­ვას, ხოლო ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­ზე ამ შე­ზღუდ­ვას არ უწე­სე­ბენ. ამა­ში, ცხა­დია, ლო­გი­კა არ არის. ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­ში კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბა, მა­გა­ლი­თად, კოკა-კო­ლა­ში კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ყა­ვა­ზე მა­ღა­ლიც არის." - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.