სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ანაკლიაში 3 წლის ბავშვი ენგურში ჩავარდა- როგორია მათი მდგომარეობა

    ანაკლიაში 3 წლის ბავშვი ენგურში ჩავარდა- როგორია მათი მდგომარეობა
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ანაკ­ლი­ა­ში, 3 წლის ბავ­შვი მდი­ნა­რე ენ­გურ­ში ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მოხ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს.

    მა­თი­ვე ცნო­ბით, ბავ­შვი ჭი­თა­წყა­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი - ექი­მე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძვი­ან.

    ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვი დე­დას­თან ერ­თად სტუმ­რად ბა­ბუ­ას­თან იყო. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, ის სახ­ლის ეზო­ში, მდი­ნა­რის პი­რას თა­მა­შობ­და, რა დრო­საც წყალ­ში ჩა­ვარ­და. მცი­რე­წლო­ვა­ნი მდი­ნა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ამო­იყ­ვა­ნეს და კლი­ნი­კა­ში კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­და­იყ­ვა­ნეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ანაკ­ლი­ი­დან ზუგ­დი­დამ­დე მარ­შრუ­ტი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნამ, ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ი­ა­რა.