სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, პარტიას ნუ გალანძღავთ, ორიენტირი გაასწორეთ…”- რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი

    "პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, პარტიას ნუ გალანძღავთ, ორიენტირი გაასწორეთ…”- რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ის, შე­სა­ბა­მი­სად, მე კრი­ტი­კა რა­ტომ უნდა მი­ვი­ღო. მან თქვა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ნუ გა­ლან­ძღავთ, ორი­ენ­ტი­რი გა­ას­წო­რეთ და მთა­ვა­რი ჩვე­ნი მტე­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არი­სო, - ასე უპა­სუ­ხა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა კი­თხვას, მი­ი­ღო თუ არა სა­კუ­თარ თავ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რი­ლი­დან კრი­ტი­კა.

    კი­თხვა­ზე, თუ რას გუ­ლის­ხმობს სა­ა­კაშ­ვი­ლი ფრა­ზა­ში, "ვინც ბო­კე­რი­ას გზას და­ად­გე­ბა, ის გა­ნულ­დე­ბა”, ხა­ბე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან კარ­გი ანა­ლი­ზის უნა­რი აქვთ და შე­სა­ბა­მის დას­კვნებ­საც ისი­ნი გა­ა­კე­თე­ბენ“.

    "კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ბრძო­ლის ნაც­ვლად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ტა­ლახს ეს­ვრი­ან, ისი­ნი კონ­კრე­ტულ შე­დეგ­ზე ვერ გავ­ლენ, ესეც პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში კარ­გად ამო­ი­კი­თხეთ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.


    იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ნიკა მე­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და­ტო­ვებს, და­კარ­გავს თუ არა ის პო­ლი­ტი­კურ რე­ი­ტინგს, ხა­ბე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს“.

    "მა­ინ­ტე­რე­სებს "გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მის“ გა­მარ­ჯვე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და "რუ­სულ ოც­ნე­ბა­ზე“. კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა აირ­ჩი­ონ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აც და სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლიც. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ანა­ლიზს თა­ვად აკე­თებს და შე­სა­ბა­მი­სად, ამ გან­ცხა­დე­ბა­ზეც ჩემ­ზე უკეთ გა­მო­ი­ტან­დნენ დას­კვნას.

    "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ძლი­ერ­დე­ბა, ჩვენ კო­ა­ლი­ცია გა­ვა­კე­თეთ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან“, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უერ­თდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, პარ­ტია ყო­ველ­დღი­უ­რად აძ­ლი­ე­რებს ლო­ჯის­ტი­კურ ცენ­ტრებს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მა გვაქვს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რად გა­და­წყვე­ტენ სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი და­უ­კავ­ში­რონ სხვა პარ­ტი­ას, ან სხვა ბრძო­ლის ხერ­ხი აირ­ჩი­ონ, ეს მათი საქ­მეა, გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ამა­ზე ფიქ­რით და­კა­ვე­ბუ­ლი არ ვარ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.