სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს უკანონოდ ასაღებდა" - "მეტადონის“ უკანონოდ გასაღების საქმის დეტალები

    "860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს უკანონოდ ასაღებდა" - "მეტადონის“ უკანონოდ გასაღების საქმის დეტალები
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 2 პირი და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ბ. ხოლო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ბ. და­ა­კა­ვეს.

    "პო­ლი­ცი­ამ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად, რამ­დე­ნი­მე ეტა­პად, 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

    გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ე.ბ. ქო­ბუ­ლეთ­ში არ­სე­ბულ შპს "ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში" მუ­შა­ობ­და, სა­დაც ის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის იყე­ნებ­და და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას უკა­ნო­ნოდ ასა­ღებ­და. კერ­ძოდ, ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, "ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი­დან" მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ეტა­პობ­რი­ვად ეუფ­ლე­ბო­და 860 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის გან­კუთ­ვნილ ნარ­კო­ტიკს, რო­მელ­საც ჯ.ბ.-ზე უკა­ნო­ნოდ ასა­ღებ­და.

    სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­მუ­შაო ად­გი­ლის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს 22 ცალი 10 მი­ლიგ­რა­მი­ა­ნი შპ­რი­ცი, რომ­ლებ­შიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მე­ტა­დო­ნი" იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ე.ბ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას კი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია 2,5 ლიტ­რი "მე­ტა­დო­ნის“ ხსნა­რი, რო­მე­ლიც სამ პლასტმა­სის ბოთ­ლში იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

    პო­ლი­ცი­ამ, ჩხრე­კის ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, "შპს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი" და­ლუ­ქა.

    სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის გა­სა­ღე­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-3, მე-5 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

    და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.