სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ" - ნატო რუმინეთის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციზე

    "მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ" - ნატო რუმინეთის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციზე
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნატოს განცხადებით მტკი­ცე სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ რუ­მი­ნეთს, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი ჩა­მო­ვარ­და.

    "რუ­მი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ რუ­მი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს სა­ვა­რა­უ­დოდ დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მო­კავ­ში­რე­ებ­მა მტკი­ცე სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს რუ­მი­ნეთს. სი­ტუ­ა­ცი­ას ყუ­რა­დღე­ბით ვა­კონ­ტრო­ლებთ და მჭიდ­რო კავ­შირ­ში ვართ ჩვენს მო­კავ­ში­რე რუ­მი­ნეთ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ნატო-ს პრესს­პი­კერ­მა, დი­ლან უა­ით­მა.

    ნატო-ს წევ­რმა რუ­მი­ნეთ­მა, თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ერ­თხელ უარ­ყო უკ­რა­ი­ნის გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ კვი­რას, ღა­მით, უკ­რა­ი­ნის პორტ იზ­მა­ილ­ზე თავ­დას­ხმის დროს რუ­მი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ირა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის დრო­ნე­ბი და­ე­ცა და აფეთ­ქდა, მაგ­რამ ოთხშა­ბათს რუ­მი­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ დრო­ნე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბის მსგავ­სი ელე­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

    რუ­მი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, კლა­უს იო­ჰა­ნის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით "სას­წრა­ფო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა“ უნდა ჩა­ტარ­დეს.

    იო­ჰა­ნი­სის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ ნამ­სხვრე­ვე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ასე­ვე, რუ­მი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მათი აღ­მო­ჩე­ნის გა­რე­მო­ე­ბე­ბი უნდა და­ად­გი­ნოს და თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ნამ­სხვრე­ვე­ბი რუ­სუ­ლი დრო­ნის ნა­წი­ლე­ბია, ეს რუ­მი­ნე­თის, ნატო-ს მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ