სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „შოკში ვიყავი... ექიმმა მითხრა, შეცდომა დავუშვით და გულის კედელი გავჭერითო...“- რას ჰყვება შვარცნეგერი

    VIDEO: „შოკში ვიყავი... ექიმმა მითხრა, შეცდომა დავუშვით და გულის კედელი გავჭერითო...“- რას ჰყვება შვარცნეგერი
    7 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჰოლივუდის ვარსკვლავმა 76 წლის არნოლდ შვარცნეგერმა გულის ოპერაციის შესახებ და ექიმების დაშვებულ შეცდომაზე პირველად ისაუბრა საჯაროდ.

    „შოკში ვიყავი, თვალი რომ გავახილე მოულოდნელად ჩემს წინ ექიმი გაჩნდა და მითხრა: „ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ისე არ მოხდა როგორც ვგეგმავდით. შეცდომა დავუშვით და გულის კედელი გავჭერითო“. საქმე იმაშია, რომ დროს ვერ დააბრუნებ“ - აღნიშნა მსახიობმა.

    მსახიობმა ეს ოპერაცია 2019 წელს, ფილმ „ტერმინატორი 6“-ის პრემიერამდე გაიკეთა.

    „ეს კატასტროფა იყო. რა უნდა გამეკეთებია? ცვლილელებისკენ გადავერთე და საკუთარ თავს ვუთხარი, ახლა რაც უნდა გავაკეთო ისაა, რომ სწრაფად დავტოვო ეს საავადმყოფო. დავურეკე ჩემს მეგობრებს და ვუთხარი, თქვენ უნდა გამამხნევით-თქო. საავადმყოფოს დერეფანში სიარულისას სულელურად გამოვიყურებოდი. მაგრამ მთავარი მიზანი იყო ჩემი სიარული, რადგან ექიმმა მითხრა, უნდა მევარჯიშა, თუ ფულტვებს არ გაავარჯიშებ, პნევმონია და დაგემართება და მოკვდებიო“ - იხსენებს შვარცნეგერი.