სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პრემიერი გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს უსამძიმრებს

    პრემიერი  გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს უსამძიმრებს
    7 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გუ­რი­ა­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

    ამის შე­სა­ხებ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

    "მინ­და მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით სამ­ძი­მა­რი ვუ­თხრა გუ­რი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ოჯახს. ეს ნამ­დვი­ლად დიდი ტრა­გე­დი­აა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯუ­მათ­ში ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს, და­კარ­გუ­ლი 2 პი­რის მი­მართ კი, გრძელ­დე­ბა სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

    უწყე­ბის ცნო­ბით, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო, ადი­დე­ბუ­ლია მდი­ნა­რე­ე­ბის კა­ლა­პო­ტე­ბი, ჩა­მო­წო­ლი­ლია მე­წყე­რი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ხი­დე­ბი და სოფ­ლებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბი.

    მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის ად­გი­ლებ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა და აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი.