სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი... “- რას ამბობს ტრაგედიაზე ოჯახის ახლობელი

    "მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი... “- რას ამბობს ტრაგედიაზე ოჯახის ახლობელი
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი... ჩემი მეგობრის შვილია, საშინელება ტრიალებს" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი დაღუპულ არასრულწლოვანზე?
    სო­ფელ ჯუ­მათ­ში ნა­პოვ­ნი გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი თორ­ნი­კე ჩხარ­ტიშ­ვი­ლია. ის ჯუ­მა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო.

    რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა ჩხარ­ტიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და ისი­ნი საშ­ვე­ლად მე­ზობ­ლის სახ­ლში გა­და­დი­ოდ­ნენ.

    "ჩემი მე­გობ­რის შვი­ლია, სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია, ვერც ვე­რა­ვის ვუ­კავ­შირ­დე­ბი, ერთი რაც ვიცი ის არის, რომ მათი სახ­ლი დგას ვე­ლის პი­რას, ჩა­მოწ­ვა მე­წყე­რი მათ სახ­ლთან და გა­მო­დი­ოდ­ნენ სახ­ლი­დან, მე­ზობ­ლის სახ­ლში გა­და­დი­ოდ­ნენ. მე­ზობ­ლის სახ­ლი უფრო მაღ­ლობ­ზე დგას და ამ დროს მა­მას ღვარ­ცოფ­მა ხე­ლი­დან გა­მოს­ტა­ცა ბავ­შვი და გა­ი­ტა­ცა. მას მერე ეძებ­დნენ და დღეს იპო­ვეს ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი. არაფ­რის თქმის თავი არ მაქვს, და­ხო­ცი­ლე­ბი ვართ ყვე­ლა, ეს რა მოხ­და" - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

    პა­რა­ლე­ლუ­რად გრძელ­დე­ბა ჯი­ხან­ჯირ­ში და­კარ­გუ­ლი არსრულ­წლოვ­ნის ძებ­ნა. ასე­ვე, სო­ფელ სი­ლა­ურ­ში სტი­ქი­ი­სას და­კარ­გულ ერთ მო­ქა­ლა­ქეს ეძე­ბენ.

    წყარო: ამბები.ge