სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ლევან ხაბეიშვილის კომენტარი

    როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ლევან ხაბეიშვილის კომენტარი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ცენტრ "ვივა მედში" "ნაციონალური მოძრობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მოინახულ და შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

    “მე არ მყავდა მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში ნანახი და მინდა გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ადამიანები საავადმყოფოში იმიტომ მიდიან, რომ გამოჯანმრთელდნენ და უკეთ იყვნენ და მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. მისი მდგომარეობა უარესდება, მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზებითაც. მეორე საკითხია, რომ ის მორალურად ძალიან მხნედ არის, საბრძოლო განწყობითაა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაში და უკეთეს მომავალში დარწმუნებულია.

    მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი გზავნილი აქვს – მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.