სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - კაპიტნის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ

    "არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - კაპიტნის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ
    7 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ საქართველომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე ესპანეთს უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა.


    პირ­ვე­ლი ტა­ი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ან­გა­რი­შით 0:4 დათ­მო. მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­ში პირ­ვე­ლი გოლი 22 - ე წუთ­ზე ალ­ვა­რო მო­რა­ტამ გა­ი­ტა­ნა, 27-ე წუთ­ზე ავ­ტო­გო­ლი კვირ­კვე­ლი­ამ მი­ით­ვა­ლა, 38 წუთ­ზე ქარ­თვე­ლე­ბის კარი დანი ოლ­მომ და­ლაშ­ქრა, მე-40 წუთ­ზე კი ისევ - მო­რა­ტამ.

    მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში ჩვე­ნი გუნ­დის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა რამ­დე­ნი­მე შეც­ვლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მათ­გან ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა აბურ­ჯა­ნი­ას ნაც­ვლად გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის შე­მოს­ვლა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი იყო, სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა 49-ე წუთ­ზე ეს­პა­ნელ­თა კა­რის აღე­ბა. ის კი­დევ ცდი­ლობ­და თა­მა­შის გამ­წვა­ვე­ბას, თუმ­ცა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა მხა­რი ვერ აუ­ბეს და სა­ბო­ლო­ოდ გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით დავ­მარ­ცხდით.

    მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გუნ­დის კა­პი­ტან­მა:

    "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ გულ­შე­მატ­კივ­რის წი­ნა­შე, რომ ასე­თი დიდი შე­დე­გით წა­ვა­გეთ. ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სუს­ტი პერ­ფორ­მან­სი იყო, რაც მი­თა­მა­შია ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში. რა თქმა უნდა, ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან შე­იძ­ლე­ბა წა­ა­გო, მაგ­რამ ასე­თი დიდი სხვა­ო­ბა, არ მგო­ნია, რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ხა­სი­ა­თი ვერ გა­მო­ვავ­ლი­ნეთ და შემ­დეგ თა­მაშ­ში მინ­და ვნა­ხო ის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ვინც ითა­მა­შე­ბენ ისე, რომ უფრო მეტი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნონ. არ­ცერ­თი არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით თა­მაშს. რა აზრი აქვს ბო­დიშს? გული მწყდე­ბა, რომ ასე­თი ცუდი თა­მა­ში ვაჩ­ვე­ნეთ."- ამბობს გურამ კაშია.