სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება- ახალი დეტალები

    გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება- ახალი დეტალები
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    „გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის მცირეწლოვნების და არასრულწლოვანების. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

    მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს.

    გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს“ - წერია ინფორმაციაში.

    გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება- ახალი დეტალები