სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა შემთხვევაში ელოდებათ მძღოლებს 500 ლარიანი ჯარიმა - ეს უნდა იცოდეთ

    რა შემთხვევაში ელოდებათ მძღოლებს 500 ლარიანი ჯარიმა -  ეს უნდა იცოდეთ
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სექტემბერში გამკაცრდა კონტროლი მანქანების გამონაბოლქვთან დაკავშირებით.

    თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი გადანაწილდება. ავტომობილებს გზაზე ხილული გამონაბოლქვის არსებობის შემთხვევაში გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ.

    მავნე ნივთიერებების გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 100, იურიდიულ პირს კი 500 ლარით დააჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება.

    თუ ავტომობილის მფლობელი შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება, მას უფლება აქვს მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს განმეორებითი ტექინსპექტირება მძღოლის ხარჯებით ჩაუტარდება.

    კონტროლის გამკაცრების მიზეზი სპეციალისტების განმარტებით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რასაც ძირითადად ავტოტრანსპორტი იწვევს.

    ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში მძროლები 500 ლარით დაჯარიმდებიან.