სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა...“ - სტიქიის მსხვერპლ თორნიკე ჩხარტიშვილს ემშვიდობებიან

    „ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა...“ - სტიქიის მსხვერპლ თორნიკე ჩხარტიშვილს ემშვიდობებიან
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოფელ ჯუმათში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილ 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილს ახლობლები გლოვობენ. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, 31 აგვისტოს ის იუბილარი იყო. თორნიკეს ემოციურად ემშვიდობებიან.

    „ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა. თორნიკე ჩხარტიშვილი, ჩვენი კეთილი და მოსაფერებელი ვაჟკაცი წაგვართვა სტიქიამ. ვუსამძიმრებთ ოჯახს, სოფელს, მთელს ქვეყანას! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული ჩვენო თორნიკე! დაგვაკლდები უსაშველოდ! მშვიდობით ,,ბუთქუჩა,,!“, - წერია ინფორმაციაში, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლა ავრცელებს.