სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეკლესიაში ორი კუბო შემოიტანეს, დიდი და ოდნავ პატარა, მაშინ მივხვდი...“ - ზაზა მესხის ყოფილი ცოლის ემოციურ მიმართვა

    "ეკლესიაში ორი კუბო შემოიტანეს, დიდი და ოდნავ პატარა, მაშინ მივხვდი...“ - ზაზა მესხის ყოფილი ცოლის ემოციურ მიმართვა
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ზაზა მესხი გუშინ აკრძალეს ვაჟთან ერთად.

    ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე სინტა დეპონტი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

    „როდესაც ეკლესიაში ორი კუბო შემოიტანეს, დიდი და ოდნავ პატარა, მაშინ მივხვდი, კარგია, რომ ისინი ერთად არიან. მაშინაც კი თუ ჯერ კიდევ მესამე დაკარგულია.

    როდესაც ლოცვები გრძელდება და შენ წყვეტ სიტყვების მოსმენას, იწყებ აზრის, მნიშვნელობის მოსმენას, ეს კი სრულიად ახალ სივრცეს ხნის, სადაც საქმე სიყვარულზეა და არა წესებზე (სავსებით კარგია, რომ შავები არ ჩაიცვა).

    როდესაც ამდენი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, მოდის სამძიმრის სათქმელად, ეს მანუგეშებელია.

    ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იყო ჩვენთან დღეს და ხვალაც იქნება,“ – დაწერა მესხის ყოფილმა მეუღლემ.