სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

    რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რა­ჭა­ში, მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის კა­ლა­პოტ­ში, კი­დევ ერთი ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.

    შსს-ს ცნო­ბით, ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა.

    ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია 32 ცხე­და­რი და ძებ­ნა 1 პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

    ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფი, ასე­ვე მძი­მე ტექ­ნი­კა, დრო­ნე­ბი, მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და კი­ნო­ლოგ­თა ჯგუ­ფი.