სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ცხედარი ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს...“ - მაშველები კიდევ ერთ პირს ეძებენ

    "ცხედარი ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს...“ - მაშველები კიდევ ერთ პირს ეძებენ
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ცხედარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს.

    "ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი."