სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ ხდება ამდენი კატაკლიზმა დედამიწაზე? - რა ინფორმაციას გვიზიარებს მამა შალვა

    რატომ ხდება ამდენი კატაკლიზმა დედამიწაზე? - რა ინფორმაციას გვიზიარებს მამა შალვა
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რატომ ხდება ამდენი კატაკლიზმა დედამიწაზე? - ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია არქიმანდრიტ გიორგი კაფსანისის შეგონებას იშველიებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    „ადამიანი კარგავს შესაძლებლობას, ღმერთი მამად მიიღოს, მოყვასი კი - ძამად. ასევე კარგავს შესაძლებლობას, მიიღოს მატერიალური საგნები, როგორც საღვთო ძღვენი და ისინი სწორედ მოიხმაროს. ასე იწყება ადამიანის მიერ ბუნების ბოროტად გამოყენება. იგი უკვე მას მოიხმარს არა მადლობის განცდით, როგორც უწინ, არამედ ანგარებით. ბუნება კი აღარ ემორჩილება ადამიანს, რომელმაც ღვთისადმი მორჩილება შეწყვიტა, და ჯანყდება მის წიმააღმდეგ. ბუნების სტიქიონები ბობოქრობენ, ცხოველები ველურები ხდებიან, სურთ, დაგლიჯონ ადამიანი, იკარგება წონასწორობა და ჰარმონია, რომელიც ადამიანისა და ბუნებას შორის ცოდვით დაცემამდე სუფევდა” - ამბობდა არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი.