სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ...“ -საბერძნეთში გარდაცვლილ ემიგრანტს გლოვობენ

    „შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ...“ -საბერძნეთში  გარდაცვლილ ემიგრანტს გლოვობენ
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საბერძნეთში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს, 29 წლის თამარ მენაბდიშვილს გლოვობენ.

    „მზის ამოსვლას ჰგავს და მთვარის ჩასვლას ანგელოზი ზეცად ანგელოზად იქცა. ამ დროს, რა რთულია, ადამიანი ანუგეშო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან
    გადაინაცვლა მარადიულობაში...

    და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს. საუკუნო ხსენება იყოს და არ დავიწყება იყოს შენი! ისეთივე დარჩები ჩვენს გულებში, როგორიც იყავი, ღიმილიანი მოსიყვარულე და საოცრად თბილი.

    ძალიან მოგვენატრება შენი ლამაზი და თბილი გამოხედვა, თვალები რომლებიც სიკეთეს ასხივებდა. ქარიშხალს ჰგავს შენი სიკვდილი...

    შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ თურმე უბრალოდ სუნთქავენ ..

    საქართველოდან ჩამოსულმა დედის კივილმა შეძრა სამყარო.. აღარ ჰყავს თამო, გულის მალამოდ... ბედის ირონია ყოფილა ცხოვრება.. რად გაგიმეტა ასე წითისოფელმა?? ოცდაცხრა წელი დასრულდა წამში... შიში ჩამდგარა მშობლების თვალში... დედის ერთია იმედი მისი გამოესალმა სიცოცხლეს რისთვის???“ - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.