სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ისე, როგორც არასდროს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა” - სტიქიის ზონაში დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

    „ისე, როგორც არასდროს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა” - სტიქიის ზონაში დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გვრცელდება განცხადება „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის" მიერ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გურიაში სტიქიის ზონაში დარჩენილ მოსახლეობას დახმარება სჭირება.

    „მეგობრებო, გურიაში ახლა, ისე როგორც არასდროს გვჭირდება თქვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა. არიან ოჯახები, რომლებიც ყველაფრის გარეშე დარჩნენ, სჭირდებათ საკვები, სანთლები, წყალი, დატენილი Power Bank-ები, ნებისმიერი პირველადი საჭიროების ნივთები.

    ჩვენი გუნდი და მოხალისეები იზრუნებენ ყველაფრის მობილიზებაზე!

    ძალიან გვიჭირს ახლა, უახლოესი რამდენიმე დღე და ღამე, სანამ გზები გასწორდება და აღდგება კომუნიკაცია.

    აქ ვდებ ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშს და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ #შემოწირულობა

    GE61BG0000000498646060

    ააიპ ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა.

    მადლობა წინასწარ“, – აღნიშნულია განცხადებაში.