8 სექტემბერს მაროკოში ტრაგედია დატრიალდა და 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 2 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
BBC-ის ინფორმაციით მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა.
მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.