სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ..." - შოთა არველაძე ესპანეთთან წაგებულ მატჩზე საუბრობს

    "ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ..." - შოთა არველაძე ესპანეთთან წაგებულ მატჩზე საუბრობს
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, შოთა არ­ვე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­ს ესპანეთთან დამარცხების შესახებ წერს:

    "მხო­ლოდ გულ­შე­მატ­კივ­რის რე­აქ­ცი­აც საკ­მა­რი­სია, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მძი­მე მარ­ცხის შემ­დეგ, იმის­თვის, რომ იმე­დი და თავ­და­ჯე­რე­ბა არ დავ­კარ­გოთ. დი­ნა­მო არე­ნა­ზე მწა­რე და მტკივ­ნე­ულ წა­გე­ბას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ამ რა­ო­დე­ნო­ბის გულ­შე­მატ­კივ­რის გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც თა­ვის ტაშს და სიყ­ვა­რულს არ აკავ­ში­რებს წა­გე­ბას­თან ან ნე­ბის­მი­ერ სხვა შე­დეგ­თან. რომ ვიხ­სე­ნებ, ამ კუ­თხით რა გა­მოგ­ვივ­ლია წლე­ბის მან­ძილ­ზე, რო­გორ მოქ­მე­დებ­და არა­რე­ა­ლუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი და გან­წყო­ბე­ბი შე­დე­გებ­ზე, ვფიქ­რობ წარ­მო­უდ­გენ­ლად წინ წა­ვე­დით. ქო­მა­გე­ბი ბოლო წუ­თამ­დე ამ­ხნე­ვებ­დნენ ნაკ­რებს და ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი იყო, როცა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მინ­დო­რი ტა­შის ფონ­ზე და­ტო­ვეს. გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი თა­ო­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ე­წია ახა­ლი თა­ო­ბის წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თე­ლებს და სპორ­ტსმე­ნებს, ამი­ტომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ ემო­ცი­ამ და ერ­თი­ა­ნო­ბამ წარ­მა­ტე­ბამ­დე არ მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ოჯახს და საყ­ვა­რელ ნაკ­რებს არ ვირ­ჩევთ. კი, ორი­ვე­ზე გავ­ბრა­ზე­ბულ­ვართ, იუ­მო­რიც ჩვე­ნი საქ­მეა და მწა­რე სი­ტყვაც კარ­გად გვე­ხერ­ხე­ბა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყოს. შე­დეგს არც ოს­ლო­ში ექ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, მაგ­რამ იმ დარ­ტყმას, რაც მი­ვი­ღეთ, ვერ და­ვი­ვი­წყებთ, თუ ხა­სი­ათს არ გა­მო­ვავ­ლენთ. ჩვენ­თვის, გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის მხო­ლოდ ამის და­ნახ­ვაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

    P.S. ისე ვიქ­ცე­ვით სტა­დი­ონ­ზე, დი­დე­ბიც და პა­ტა­რე­ბიც, მხო­ლოდ ამი­ტომ უნდა მოგ­ვცენ ის სტა­ტუ­სი, რა­ზეც ამ­დენს გვა­ლო­დი­ნე­ბენ" - წერს არ­ვე­ლა­ძე.

    შეგახსენებთ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მი ესპანეთთან ან­გა­რი­შით 1:7 და­მარ­ცხდა.