სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „თითქოს როგორ გვანან ერთმანეთს ეს საზიზღარ ღამეს შეწირული ბიჭები… - სტიქიის დროს დაღუპულ ბიჭებს გლოვიბენ

    „თითქოს როგორ გვანან ერთმანეთს ეს საზიზღარ ღამეს შეწირული ბიჭები… - სტიქიის დროს დაღუპულ ბიჭებს გლოვიბენ
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლანჩხუთის მუნიციპალუტეტში სტიქიიდან მეხუთე დღეა. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ყველა შესაბამისი სამსახური. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

    ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ და ,,სოკარ გაზ“-ის ჯგუფების მიერ ნაწილობრივ მოხდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის აღდგენა, კვლავ გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე აღდგენილია ქალაქის წყალმომარაგება.

    სტიქიურმა უბედურებამ ორი მოზარდი და ერთი მოხუცი იმსხვერპლა.

    11 წლის თორნიკე ადიდებულმა წყალმა მამას ხელიდან გამოგლიჯა. ბავშვი სახლიდან 5 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

    12 წლის იურის და 82 წლის თინათინს სახლთან ახლოს, მიწის ქვეშ მიაგნეს. დამეწყრილ მასაში ლანჩხუთის 8 სოფელი და ოზურგეთის 3 სოფელი მოყვა.

    „ბუთქუჩები კეთილები არიანო…თითქოს როგორ გვანან ერთმანეთს ეს საზიზღარ ღამეს შეწირული ბიჭები… ორივეს ერთი ბედი არგუნა უფალმა, ორივეს ნაადრევად დაუღამდა, ორივესთვის ერთდროულად დამთავრდა მომავალი, მგონი ასაკითაც ტოლები იყვნენ…არადა რამდენი რამ უნდა ენახათ, განეცადათ, მოესწროთ ამ წუთისოფელში..ფერადი ბავშვობა…სიყმაწვილე…სიყვარული…ოჯახები უნდა შეექმნათ, ნამდვილი, ქართული ოჯახები და ერი გაემრავლებინათ…საჯიშე ბიჭები, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი… ვაი რომ ეს ყველაფერი ასე ნაადრევად შეგიწყდათ შვილებო, ალბათ დიდი სიყვარულით და სითბოთი გამოზრდილო შვილებო… მთელი გურია დაგტირით…მთელი ქვეყანა იზიარებს თქვენი უბედური მშობლების დარდს და გამძლეობას, ჭირსა შიგან გამაგრებას უსურვებს!სურვილი ერთია, მაგრამ ჩვენ, უბრალო მოკვდავებს სხვა არაფერი შეგვიძლია, უძლური ვართ მკაცრი ბედისწერის წინაშე… ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ თქვენი სულებისთვის და უფალს მივანდოთ თქვენი ნათელი! ღვთისმშობელი ჩაგიკრავთ გულში ღიმილა ბიჭებო! “,-წერს ირმა მგელაძე.