სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ინფორმაცია მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს წლის ბოლომდე გადააყენებენ" - რა განცხადებას აკეთებს გიორგი ვაშაძე

    "ინფორმაცია მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს წლის ბოლომდე გადააყენებენ" -  რა განცხადებას აკეთებს გიორგი ვაშაძე
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ იცი­ან, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე გაშ­ვე­ბა, რად­გან გახ­რწნი­ლე­ბის მა­ღა­ლი დონე აჩ­ვე­ნა - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს წლის ბო­ლომ­დე გა­და­ა­ყე­ნე­ბენ , - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

    "ჩარ­ტე­რე­ბის თემა აჩ­ვე­ნებს, რა დო­ნის გახ­რწნი­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სის­ტე­მა. სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მოხ­და და­ფი­ნან­სე­ბა თუ კერ­ძო, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლი. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მმარ­თვე­ლო­ბა, სა­დაც სა­სა­მარ­თლო­ში არის „კლა­ნი“, ამ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა მო­ემ­ზა­დოს დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის.

    მე ვფიქ­რობ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს წლის ბო­ლომ­დე გა­და­ა­ყე­ნე­ბენ. „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ იცი­ან, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე გაშ­ვე­ბა, რად­გან გახ­რწნი­ლე­ბის მა­ღა­ლი დონე აჩ­ვე­ნა. შე­ეც­დე­ბი­ან თემა გა­და­ა­გო­რონ, შემ­დეგ გა­მო­ვა და გვე­ტყვის - „დიდი მად­ლო­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვარ და სახ­ლში წა­ვალ“. ახალ წლამ­დე ვერ მი­აღ­წევს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

    ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს და მე ასე ვფიქ­რობ. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ, იმი­ტომ რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხრწნის სიმ­ბო­ლო გახ­და. კი­დევ ერთი სა­კი­თხია. ღა­რი­ბაშ­ვილს აშან­ტა­ჟე­ბენ სხვა ფლან­გე­ბი - კო­ბა­ხი­ძის და კა­ლა­ძის ფლან­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

    „ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის და გავ­ლე­ნის­თვის, თუ ვინ იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტი. ვფიქ­რობ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სკან­და­ლი შიგ­ნი­დან არის გა­ჟო­ნი­ლი. არ მგო­ნია შემ­თხვე­ვი­თი იყოს „აირ­ზე­ნას“ დი­რექ­ტო­რის ყვე­ლაფ­რის ჩა­ჭი­კ­ჭი­კე­ბა. ეს არის შიდა სის­ტე­მის ლპო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბი ებ­რძვი­ან ერ­თმა­ნეთს.

    და­ნა­შა­უ­ლი სა­ხე­ზეა და ამა­ზე პა­სუხს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად აგებს“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.