სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მსახიობის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

    „მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მსახიობის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მეგობარი და კოლეგა ალეკო მახარობლიშვილი მიშას იხსენებს;

    ალეკო მახარობლიშვილი: ნელ-ნელა ვეგუები იმ აზრს, რომ მიშა აღარ არის, თუმცა ძალიან მიჭირს მიშას გარეშე ცხოვრება; მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვკამათობდით, ბევრს ვბუტიაობდით, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი; ვერ ვპატიობდით პატარ-პატარა შეცდომებს და გადაცდომებს;

    დღე და ღამე ერთად ვიყავით, განსაკუთრებით გადაღების პერიოდში, "ყავას და ლუდის" დროს, დღე და ღამე ერთად ვიყავით, ერთად გვეძინა კიდეც, წასვლას რომ ვერ ვასწრებდით; ადვილად ასატანი ტიპი იყო, მე უფრო რთული ხასიათი მაქვს, ვიდრე მიშას ჰქონდა; რაღაცებს ვერ ვეგუებოდით ერთმანეთისას, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით;

    ერთად მუშაობა არ გვიჭირდა, თავს კარგად ვგრძნობდით და ერთი გამოხედვით ზეპირად ვიცოდით და ვხვდებოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა;

    ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამას სწორედ მაშინ მივხვდი, როდესაც ის აღარ არის; მე და ზურა ყიფშიძე შეხვედრისას სულ ვიხსენებთ მიშას და მასთან დაკავშირებულ ამბებს; ორივე ვხვდებით, რომ ძალიან გვენატრება და ვხვდებით, რომ ძალიან ადრე იყო მისი ამ ქვეყნიდან წასვლა;

    მესიზმრება ხოლმე, მაგრამ მე ყველა გარდაცვლილი მესიზმრება თუკი ვინმე მყავს, ბებია-ბაბუადან დაწყებული; ღამე გარდაცვლილებთან ერთად ვარ; რომელიმე მიცვალებული რომ არ დამესიზმროს, უფრო განვიცდი, რატომ დამივიწყეს-მეთქი;

    მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე;

    შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.