სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სერია A ქართველების ჩემპიონატი არაა", - რას წერს იტალიური მედია

    "სერია A ქართველების ჩემპიონატი არაა", - რას წერს იტალიური მედია
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" ერთად წინასასეზონო შეკრება შესანიშნავად დაიწყო და იტალიური მედია აალაპარაკა. როგორც ადგილობრივი ქომაგები, ასევე ჟურნალისტები, ფეხბურთელის შესაძლებლობებით კმაყოფილნი არიან.

    Vivoperlei Calciomercato-ს ჟურნალისტმა, ანტონიო გაიტომ, "ნაპოლიზე" საკმაოდ სკეპტიკური ბლოგი გამოაქვეყნა, რომელშიც კვარაცხელიას შესაძლებლობებსაც შეეხო:

    "ნეაპოლი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, აქ ფეხბურთით ცხოვრობენ, მაგრამ რამდენიმე წელია, "ნაპოლი" სერია ა-სთვის მარადიულ ბრძოლაში ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვან მომენტში იკარგება.

    მილიკი, ოსპინა, კულიბალი, ინსინიე - ეს დიდი წმენდაა "ნაპოლიში", მაგრამ მათ შემცვლელებიც სჭირდებათ. "ნაპოლი" და მისი ფანები თავს ძნელად წარმოსათქმელი გვარის მქონე ხვიჩა კვარაცხელიათი იმშვიდებენ. უდავოა, რომ ის მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა სერია A ქართველების ჩემპიონატი არაა, ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ასეა. თუმცა, არასდროს თქვა არასდროს.

    ვფიქრობ, დროა "ნაპოლიში" დაფიქრდნენ, რამდენად მართებულია სპალეტის არჩევანი"
    , - წერს Vivoperlei Calciomercato.