ვრცელდება Laima Rendezvous Jurmala-ს ძველი ჩანაწერი სადაც ნანი ბრეგვაძე და ლაიმა ვაიკულე "თბილისოს" ასრულებენ;
ჩანაწერს ბევრი მოწონება და ბრავო მიაწერეს; "ეს ახალი დუეტია?" - დაინტერესდნენ ფეისბუქმომხმარებლები;
ქართული სცენის მშვენება, კოლეგასა და მეგობარს, იურმალაში, ლაიმას სახელობის ფესტივალზე 2015 წელს სტუმრობდა; იმ პერიოდის რუსული მედია ლეგენდარულ ნანის შეუდარებელ სტილზე აღმატებით ხარისხში წერდა და დასძენდა, რომ ვაიკულე სტილით თითქოს ჰგავს კიდეც ნანის და ლაიმა - "ლატვიელი ბრეგვაძეაო", ამგვარ შედარებასაც აკეთებდნენ;