სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ცა ჩამოიქცა ჩვენთვის... უმწარესია რეალობა“ - გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

    „ცა ჩამოიქცა ჩვენთვის... უმწარესია რეალობა“ - გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს, იური გუჯაბიძეს სკოლა ემშვიდობება.

    „ცა ჩამოიქცა ჩვენთვის, როცა შენი უბედურების ამბავი შევიტყვეთ, ჩვენო სიკეთით სავსე ბიჭო. ცრემლი და ვაება გახშირდა ჩვენს ქვეყანაში. დაუნდობელი სტიქია საუკეთესო შვილებს გვართმევს.

    ვაი, რომ ეს მოულოდნელი ელდა ჩვენს სოფელს, ჩვენს სკოლასაც დაატყდა თავს. მართლაც, ცა ჩამოიქცა ჩვენთვის, როცა შენი უბედურების ამბავი შევიტყვეთ, ჩვენო იური, ჩვენო სიკეთით სავსე ბიჭო.
    უმწარესია რეალობა, რომლის წინაშეც აღვმოვჩნდით. ამიერიდან იური გუჯაბიძეა ტკივილი, რომელიც არასდროს დაგვიამდება...

    ჭრილობაა, რომელსაც მოშუშება არ უწერია... თითოეული ჩვენგანის გაგლეჯილი გულია.

    იური გუჯაბიძე - ჩვენი წარჩინებული მოსწავლე, სკოლის სული და გული, სულით და ხორცით უნაკლო, ზნეკეთილი, ნამდვილი ქართველი, საუკეთესო მშობლების გაზრდილი...

    თვალხატულა ბიჭი, რომელიც დააკლდა არამარტო სოფელსა და რეგიონს...
    სულ ერთმა წამმა გადაწყვიტა შენი ბედი, ვის ემეტები მოგონებებისათვის, წარსულში შენზე საუბრისათვის, მაგრამ, ვაგლახ, რომ ეს სინამდვილეა და მას ვერაფერი შეცვლის...

    უმძიმესია ჯვარი, რომლის ტარება არგუნა განგებამ მის მშობლებს, დაიკოს, ახლობლებს... თანავუგრძნობთ მათ. გამძლეობას ვუსურვებთ. ნათელი შენს სპეტაკ სულს, ჩვენო ვაჟკაცო, ღმერთს ებარებოდე!“, - ვკითხულობთ შრომისუბნის საჯარო სკოლის სამძიმრის პოსტში.