სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვალ, 14 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, როინაშვილის, კვიპაროსის, დავითაის, ლეჟავას და ვაზის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი


    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, ბეჟანიშვილის, ნათაძის და ლომთათიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, შეშელიძის, ხევძმარის, ვეკუას, ბრონშტეინის, ხიზანიშვილის და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი


    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების, კაპანელის, გაბუნიების და ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ზარწემის, ბანძელაძის, კვაჭაძის, ოჟიოს, ბოჭორიშვილის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ - აცხადებს თელასი.