სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საკუთარ თავში დარწმუნებული და გაუვალი კედელია"- ესპანურმა მედიამ მამარდაშვილის თამაში შეაფასა

    "საკუთარ თავში დარწმუნებული და გაუვალი კედელია"- ესპანურმა მედიამ მამარდაშვილის თამაში შეაფასა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" მომავალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, ქართველი ფეხბურთელის გუნდი გუშინ "დორტმუნდს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

    მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ბურთი მოიგერია და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ისიც პენალტიდან. მამარდაშვილის თამაში ესპანურ მედიაში შეაფასეს:

    ElDesmarque: "სეზონს ისევე იწყებს, როგორც წინა ჩაამთავრა. საკუთარ თავში დარწმუნებული და გაუვალი კედელია."

    Superdeporte: "მამარდაშვილი ყურადღებით იყო. ქართველმა კიპერმა გუნდი სამჯერ იხსნა. როისს, გერეროსა და აზარს გოლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ, თუმცა გიორგიმ და ხარიხამ "ვალენსია" გადაარჩინეს."