სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში, იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის " - კობახიძე

    "ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში, იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის " - კობახიძე
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა ნატო-სთან მი­მარ­თე­ბით შეაფასა.

    გარ­და ამი­სა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ისა­უბ­რა, იმის შე­სა­ხებ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­გან­გე­ბოდ წა­რედ­გი­ნე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ გრძელ­დე­ბა 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა.

    "მე სა­ერ­თოდ არ მინ­და ამ ციფ­რებს ღრმად შევ­ყვე. რე­ა­ლუ­რად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­კი­თხე­ბის წრე მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიწ­როვ­და. ევ­რო­კავ­ში­რის სა­ელ­ჩო გა­მო­ვი­და და სამ სა­კი­თხზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რომ ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბი­ან სამ სა­კითხს. ჩვენ, ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვმუ­შა­ობთ და მე­ტიც, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი­დევ უფრო მეტ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­გან­გე­ბოდ წარ­ვუდ­გენთ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გრძელ­დე­ბა 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა. ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა ამ კვი­რა­ში, მო­მა­ვალ კვი­რა­ში. ყვე­ლა­ნა­ი­რად მზად ვიქ­ნე­ბით იმის­თვის, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღოთ. ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა და გა­კეთ­დე­ბა. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ წელს სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

    მან ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­მიჯ­ნა თუ არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, რო­დე­საც კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე ისა­უბ­რა.

    "ეს თუ იყო მი­ზა­ნი, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, მე იმე­დი მაქვს რომ, ეს არის უბ­რა­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი. თუ ტექ­ნი­კუ­რი არ არის, რა თქმა უნდა, ეს სამ­წუ­ხა­რო და და­სა­ნა­ნია. მე რად­გან არ წა­მი­კი­თხავს [გან­ცხა­დე­ბა] კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. თუ ასეა, ეს იქ­ნე­ბა სამ­წუ­ხა­რო და და­სა­ნა­ნი, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ ვიცი, უბ­რა­ლოდ, კონ­კრე­ტუ­ლად, რა იყო ნათ­ქვა­მი გან­ცხა­დე­ბა­ში“,
    - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.