სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სტუმარი დანით დაჩეხეს, 19 ჭრილობა მიაყენეს, გვამი გადამალვის მიზნით მიწაში ჩამარხეს" - რას წერს მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახის ადვოკატი

    "სტუმარი დანით დაჩეხეს, 19 ჭრილობა მიაყენეს, გვამი გადამალვის მიზნით მიწაში ჩამარხეს" - რას წერს მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახის ადვოკატი
    2 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ა.წ. 26 მა­ისს, ქო­ბუ­ლეთ­ში, სო­ფელ ლეღ­ვა­ში სტა­დი­ონ­თან 20 წლის ბი­ჭის ცხე­და­რი იპო­ვეს. ახალ­გაზ­რდას მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ალ­ხა­ნიშ­ვი­ლი სო­ფელ­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ხდა­რის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სამი პირი და­ა­კა­ვა, ერთს კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

    იმ პი­რის ბა­ბუა, ვის სახ­ლშიც 4 ახალ­გაზ­რდა და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, ჰყვე­ბო­და, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ლონ­დონ­ში სწავ­ლობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან და 4 სხვა მე­გო­ბარ­თან ერ­თად, და­სას­ვე­ნებ­ლად 5 დღით ჩა­ვი­და.

    კაც­მა ახალ­გაზ­რდებს სუფ­რა გა­უ­შა­ლა და სა­ღა­მოს მარ­ტო და­ტო­ვა. დი­ლით კი შე­ამ­ჩნია, რომ ახალ­გაზ­რდებს 1 ადა­მი­ა­ნი აკ­ლდათ. ჩა­მოს­ვლი­დან 3 დღის შემ­დეგ კი, მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და კვლავ ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­და.

    მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ ბარ­სო­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ქალი წერს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ლო­ი­ა­ლუ­რად უდ­გე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის შე­ფა­სე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი პი­რით ყვე­ბი­ან, რომ უყუ­რებ­დნენ, რო­გორ ჩე­ხავ­და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი ალ­ხა­ნიშ­ვილს, მაგ­რამ არა­ფერს აკე­თებ­დნენ მის საშ­ვე­ლად... ად­ვო­კა­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და მე­დი­ის­გან მხარ­და­ჭე­რას ითხოვს.

    "მე გახ­ლა­ვართ 2023 წლის 18 მა­ისს ბა­თუმ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ ლეღ­ვა­ში მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი ალ­ხა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი.

    ალ­ბათ გახ­სოვთ ეს მკვლე­ლო­ბა. მა­შინ ყვე­ლა შეგვძრა მომ­ხდარ­მა: ოთხმა მე­გო­ბარ­მა ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვილ­მა, ლუკა ჯიბ­ლა­ძემ, ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ან­მა და და­ვით მე­ნაბ­დემ გი­ორ­გი სტუმ­რად წა­იყ­ვა­ნეს ერთ-ერ­თის, ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლის სახ­ლში.

    იქ სტუ­მა­რი და­ნით და­ჩე­ხეს, 19 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, გვა­მი გა­და­მალ­ვის მიზ­ნით მი­წა­ში ჩა­მარ­ხეს. დად­გე­ნი­ლია, რომ მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა კვა­ლის გაქ­რო­ბა­ზე ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად უფ­რო­სებ­მა იზ­რუ­ნეს - მკვლე­ლის მა­მამ და ბი­ძებ­მა. მკვლე­ლის მამა, რო­მელ­მაც უკვე იცო­და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, რომ გი­ორ­გი აღარ იყო ცო­ცხა­ლი და ის, სწო­რედ მის­მა შვილ­მა, ალექ­სან­დრემ მოკ­ლა, მოკ­ლუ­ლის დე­დას­თან სახ­ლში მი­ვი­და და ათას ტყუ­ილს უყ­ვე­ბო­და კვა­ლის ასა­რე­ვად, რომ თით­ქოს გი­ორ­გი შუ­ა­ღა­მი­სას ტაქ­სით გა­მო­ის­ტუმ­რეს სოფ­ლი­დან, რომ თით­ქოს თვი­თო­ნაც წუხ­დნენ მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის გამო...

    მკვლე­ლის ოჯა­ხი დროს იგებ­და. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის და­კი­თხვის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლის მამა მათ გვა­მის სა­ბო­ლოო მო­შო­რე­ბა­ში სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას, რაც ვერ მო­ას­წრეს, რად­გან გი­ორ­გის დე­დის მო­თხოვ­ნით პო­ლი­ცი­ამ ლეღ­ვას ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­ი­წყო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გის ძებ­ნა და მი­აკ­ვლია კი­დეც მის გვამს.

    საქ­მის 7- ტო­მი­ა­ნი მა­სა­ლე­ბი თავ­ზარ­დამ­ცემ სი­მარ­თლეს შე­ი­ცავს იმა­ზე, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას აა­რი­დონ თავი ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც ეს ჩა­ი­დი­ნეს. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბა მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ არ არის ჩა­დე­ნი­ლი, არა­მედ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­თან გვაქვს საქ­მე.

    პრო­კუ­რა­ტუ­რა ლო­ი­ა­ლუ­რად უდ­გე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის შე­ფა­სე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი პი­რით ყვე­ბი­ან, რომ უყუ­რებ­დნენ, რო­გორ ჩე­ხავ­და ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი ალ­ხა­ნიშ­ვილს, მაგ­რამ არა­ფერს აკე­თებ­დნენ მის საშ­ვე­ლად. პრო­კუ­რა­ტუ­რა ცალ­სა­ხად არი­დებს თავს, რომ მომ­ხდა­რი ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბად გა­ნი­ხი­ლოს. უფრო მე­ტიც: და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­საც კი არ ედა­ვე­ბა ერთ- ერთ ახალ­გაზ­რდას, გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის წუ­თებ­ში იმა­ვე ჯგუფ­თან ერ­თად იყო და თა­ნაც ყვე­ლა­ზე და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გახ­ლდათ ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვილ­თან.

    მო­ვუ­წო­დებ ჟურ­ნა­ლის­ტებს, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს: გი­ორ­გი ალ­ხა­ნიშ­ვი­ლის საქ­მე­ში სი­მარ­თლის დად­გე­ნის­თვის და­მი­დე­ქით მხარ­ში. გი­ორ­გი ჩემ­ზე სულ რამ­დე­ნი­მე წლით იყო უმ­ცრო­სი, ჩვენ ერთი თა­ო­ბა ვართ. ჩვე­ნი­ვე ტო­ლე­ბი არი­ან ის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც გი­ორ­გი ასე გა­წი­რეს. მე პი­რო­ბა მი­ვე­ცი გი­ორ­გის დე­დას, რომ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად.

    სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო. მო­რი­გი პრო­ცე­სი ხვალ იმარ­თე­ბა ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

    მე­დი­ას შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნოს ყვე­ლა ფაქ­ტი, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის სახე, სი­მარ­თლე, სი­ნამ­დვი­ლე",
    - წერს მა­რი­ამ ბარ­სო­ნი­ძე.

    წყარო: ambebi.ge