სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გიო აუტისტური სპექტრის წარმომადგენელია, რომელსაც ბევრ შესაძლებლობებთან ერთად სიმღერის ნიჭიც აღმოაჩნდა...“ - ბარბარა სამხარაძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

    "გიო აუტისტური სპექტრის წარმომადგენელია, რომელსაც ბევრ შესაძლებლობებთან ერთად სიმღერის ნიჭიც აღმოაჩნდა...“ - ბარბარა სამხარაძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბარბარა სამხარაძე გვთავაზობს თავისი მოსწავლის მიერ შესრულებულ „ჩიტო გვრიტოს“ და წერს, რატომ არის ეს შესრულება განსაკუთრებული:

    "გამარჯობა!..

    ვინც არ იცით, ეს გიოა (სუპერ გიო) რომელიც პირველ ეტაპზე, ჩემს სტუდიაში ერთადერთი ბიჭი იყო.

    გიო აუტისტური სპექტრის წარმომადგენელია, რომელსაც ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, სიმღერის ნიჭიც აღმოაჩნდა.

    მასთან მუშაობის ფუფუნება, მხოლოდ 2 თვე მქონდა.

    16 სექტემბერს „თავისუფალ სკოლაში“, ჩემი მუსიკალური სტუდია ახალ სასწავლო წელს იწყებს!..

    გელოდებით ყველას !“

    ნახეთ, ვიდეო: