სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    სასიკეთო დღეა პირადი ურთიერთობების კუთხით, საერთოდ კი, გათვალეთ ყოველი ნაბიჯი თავისი შედეგებით და იმოქმედეთ დინჯად და გონივრულად.

    კურო

    მეტად იზრუნეთ კარიერულ ზრდაზე, თქვენი ძალები, ცოდნა და ენერგია სწორედ ამ საკითხებზე მიმართეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა და რომანტიკული საღამო.

    ტყუპები

    აუცილებელი იქნება გაარკვიოთ ურთიერთობები მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. თუ მათთან შორს ცხოვრობთ მოინახულეთ ისინი და დაალაგეთ გაუგებრობები, პატივი ეცით მათ აზრს.

    კირჩხიბი

    შესაძლოა, სამყაროსგან რაიმე ინფორმაცია მიიღოთ, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ წინათგრძნობას, სიზმრებს. სასურველია, ჩაიწეროთ და შემდეგ გააანალიზოთ ისინი.

    ლომი

    ერიდეთ საეჭვო და ბნელი წარსულის მქონე ადამიანებს, ნეგატიურად მოაზროვნე სუბიექტებს. ოჯახური დაძაბულობა დროებითია და საფრთხეს არ შეიცავს. სასიკეთოა, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება.

    ქალწული

    წარუმატებლობის გამო, ჯავრს ნუ იყრით თქვენს ახლობლებზე. სჯობს, თვითონ, დამოუკიდებლად გაერკვეთ რთული საკითხების ლაბირინთებში, სხვათა რჩევებისა და ჩარევის გარეშე.

    სასწორი

    მნიშვნელოვანი ფულადი დამატებითი შემოსავლები ძალასა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ, გამოიჩინეთ წინდახედულობა და გონივრულად გამოიყენეთ თქვენი დრო და ენერგია.

    მორიელი

    კარგი იქნება, მეგობრებთან შეხვედრა და იდეების გაცვლა, შეგიძლიათ, წამოიწყოთ ისეთი საქმე, რომელიც ადრე ვერ შედგა, ან უბრალოდ სამომავლოდ გქონდათ გადადებული.

    მშვილდოსანი

    თუ თქვენს ენერგიას წვრილმან საქმეებში არ გაფანტავთ, საკმაოდ პროდუქტიული და ნაყოფიერი დღეა. იმოქმედეთ წინასწარ მოფიქრებული გეგმით და ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ შეეცდებით.

    თხის რქა

    გაერიდეთ კონფლიქტებს, უსიამოვნო სიტუაციებს და ნევროზულობას. სჯობს, თავიდანვე მიიღოთ სიფრთხილის ზომები, ვიდრე შემდეგ მოგიწიოთ მათ გამოსწორების გზებზე ფიქრი.

    მერწყული

    ცვლილებების დროა. მეტი დინამიკა და აქტიურობა გიწევთ და მეტი მოგზაურობის სურვილი გიჩნდებათ. თქვენი უჩვეულო, არასტანდარტული მიდგომებით ყველა საკითხს კარგად გაართმევთ თავს.

    თევზები

    კარგი იქნება, თუ მოიწვევთ თქვენთვის საინტერესო და სასიამოვნო ადამიანებს და მხიარულად გაატარებთ დროს. ასე, სულის სიმშვიდესა და კომფორტს მოიპოვებთ და პოზიტიური ენერგიითაც აივსებით.