სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ფოტო: ნიცა თავაძე კვარას მორიგ დიდ წარმატებაზე

    ფოტო: ნიცა თავაძე კვარას მორიგ  დიდ წარმატებაზე
    7 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელია ნომინირებულია ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე. სულ კი სერია A-ს მხოლოდ ორი მოთამაშეა სიაში – ინფორმაციას მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაცია ავრცელებს.

    ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა იტალიურმა ვებგვერდმა football-italia-მ წერილი გამოაქვეყნა.

    „ნაპოლის“ ვარსკვლავები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ფიფა-ს წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოზე წარდგენილ 12 ნომინანტებს შორის არიან. „პარტენოპეი“ გასულ სეზონში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული გუნდი იყო ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით, იოლად ავიდა სერია A-ს ცხრილის სათავეში და ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მეოთხედფინალამდე შესანიშნავი თამაში აჩვენა.

    ოსიმენი და კვარაცხელია სპალეტის „ნაპოლის“ ორი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, პირველი 36 გოლის შექმნაში მონაწილეობდა, მეორე – 31 გოლში. ფიფა-მ დღეს გამოაცხადა, რომ წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოს 12 ნომინანტი გამოვლინდა, მათ შორის ოსიმენი და კვარაცხელიაა.

    სიაში ასევე არის „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გადავიდა. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც გასულ სეზონში ტრიპლეტი მოიგო, სიაში ხუთი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ცხადია, რომ ნომინირებულია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესი“, – წერს იტალიური გამოცემა.

    სასიხარულო ინფორმაციას გამომწერებს უზიარებს ხვიჩა კვარაცხელიას საცოლე ნიცა თავაძე და სოციალურ ქსელში საუკეთესო მოთამაშის 12 ნომინანტის სიას აქვეყნებს.


    ფოტო: ნიცა თავაძე კვარას მორიგ  დიდ წარმატებაზე