სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოვში და გურიაში დაღუპულების ოჯახებს 20 000 ლარით დავეხმაროთ" - ღარიბაშვილის თქმით სახლის გარეშე დარჩენილებს ახალი სახლი გადაეცემათ

    "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოვში და გურიაში დაღუპულების ოჯახებს 20 000 ლარით დავეხმაროთ" - ღარიბაშვილის თქმით სახლის გარეშე დარჩენილებს ახალი სახლი გადაეცემათ
    2 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შოვში და გურიაში დაღუპულების ოჯახებს 20 000 ლარით დაეხმარება მთავრობა, სახლის გარეშე დარჩენილებს კი ახალი სახლი გადაეცემათ

    აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

    "კი­დევ ერთხელ მინ­და შე­ვე­ხო შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას და რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გუ­რი­ა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რა­მაც 3 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. შოვ­ში 32 ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე შე­ე­წი­რა ამ დიდ ტრა­გე­დი­ას, დიდ სტი­ქი­ას. ჩვენ გვქონ­და ამის თა­ო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ი­ცეს ერთჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის, თი­თო­ე­ულ გარ­დაც­ვლილ­ზე 20 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ასე­ვე მინ­და ვთქვა, რომ გუ­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევრ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს და­უ­ზი­ან­და სახ­ლე­ბი, ბევ­რს და­ენგრა, იმ სახ­ლებ­ში გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა იქ ცხოვ­რე­ბა, ჩვენ ამ სა­კი­თხზე გვქონ­და მსჯე­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭო­ზე და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ყვე­ლა ის მო­ქა­ლა­ქე, ვი­საც სახ­ლი და­ენგრა, ან ვისი სახ­ლიც გა­მო­უ­სა­დე­გა­რი გახ­დე­ბა, ყვე­ლას გან­სახ­ლე­ბა მოხ­დე­ბა და ამ ოჯა­ხებს ან ახა­ლი სახ­ლი მი­ე­ცე­მათ, ან ჩვენ შე­ვუ­ძენთ, ან ავა­შე­ნებთ, ან თან­ხას გა­დავ­ცემთ და თა­ვად შე­ი­ძე­ნენ სახ­ლებს. ესეც მინ­დო­და მეთ­ქვა ჩვე­ნი გუ­რუ­ლე­ბის­თვის, არა­ვი­თა­რი სა­ნერ­ვი­უ­ლო მათ არ აქვთ, ჩვენ ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­რე­ბით და მო­ვაგ­ვა­რებთ მათ პრობ­ლე­მებს. და­ნარ­ჩე­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რე­გი­ო­ნებ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

    აქვე მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია და­ეხ­მა­რა სა­ხელ­მწი­ფოს შოვ­ში, სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში და არც ერთი თეთ­რი, მათ არ აუ­ღი­ათ ბი­უ­ჯე­ტი­დან, ეს იყო მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­უ­ბა­რია მი­ლი­ო­ნო­ბით ლარ­ზე, მათ თა­ვად გა­ი­ღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტრი­ბუ­ცია. მინ­და, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ას, ვინც ეს კონ­ტრი­ბუ­ცია გა­ა­კე­თა და ჩვენ დე­ტა­ლუ­რად გა­ვავ­რცე­ლებთ, ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ის სა­ხელს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.