სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ" - ღარიბაშვილის განცხადება

    "ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ" - ღარიბაშვილის განცხადება
    2 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბათ.

    შე­სა­ბა­მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

    მისი თქმით, სტა­ტუ­სი 30 ათა­სამ­დე სტუ­დენტს აქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჯამ­ში 40 მლნ ლარს შე­ად­გენს.

    "სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სა­კი­თხი მო­ვი­კი­თხე და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის­გან მო­ვის­მი­ნე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სამ­დე სტუ­დენტს ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს სტა­ტუ­სი. ამი­ტომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყვე­ლა ამ სტუ­დენტს, ვი­საც სტა­ტუ­სი აქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი, გა­უ­ნულ­დე­ბათ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და მათ შე­ეძ­ლე­ბათ, რომ აღად­გი­ნონ სტა­ტუ­სი და გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა.

    40 მლნ ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბაა. მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს - მი­ნის­ტრებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრებს, რომ შედ­გეს კო­მუ­ნი­კა­ცია და სას­წრა­ფოდ მოგ­ვარ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სტუ­დენ­ტებს მი­ე­ცეთ, სა­შუ­ა­ლე­ბა კვლავ შეძ­ლონ გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა”, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.