სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 6000 ლარი აქვს ხელფასი! დაატოვებინეთ ამ ქაჯ ქალს სამსახური" - ნათია ბერიძე სოსო გოგაშვილის მეუღლეზე

    6000 ლარი აქვს ხელფასი! დაატოვებინეთ ამ ქაჯ ქალს სამსახური" - ნათია ბერიძე სოსო გოგაშვილის მეუღლეზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი, ნათია ბერიძე, სოციალურ ქსელში სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, მეუღლეზე წერს.

    ნათია ბერიძე თეა მარტყოფლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

    "სოსო გოგაშვილის ცოლი დღემდე მუშაობს გაზის ტრანსპორტირებაში, 6 ათასი აქვს ხელფასი, დასაქმებული ჰყოლია ყველა ნათესავი (20 კაცამდე) უდიდეს კაბინეტში ზის და ცხვირზე ბუზს არ ისვამს.

    ის მაინტერესებს როდის მიდის სამსახურიდან თავის ნათესავ-დაქალებთან ერთად? მიშას დრო იყოს ახლა გაზის ტრანსპორტირების კაბინეტში კი არა ციმბირის ელექტრიჩკაზე იჯდებოდა.

    ჰოდა გეყოთ ეს დემოკრატია და ზედმეტი ლოიალობა, დაატოვებინეთ ამ ქაჯ ქალს სამსახური თავის დამქაშებიანად!"
    - წერს ჟურნალისტი.