ერთი ადამიანი ემსხვერპლა საგარეჯოში მომხდარ ავარიას რამდენინე არასრუწლოვანი კი დაშავდა. შემთხვევა საგარეჯოს მესამე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტანიე წინ მოხდა.
ადგილოვრივების თქმით სწრაფად მოძრავი MITSUBISHI AIRTREK - ის მანქანის მძროლმა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ამავე სკოლის მოსწავლეა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს. ქალი ადგილზე გარდაიცავალა.
დაშავდნენ ასევე მოსწავლეები, რომლებიც ავარიის ადგილზე იმყოფებოდნენ. ისინი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.